უჯრედების დისტროფია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

უჯრედების დისტროფია – (dystrophia cellularum ბერძნ.dys – მოშლა, დარღვევა და trophe – კვება) – უჯრედში ნივთიერებათა ცვლის – მეტაბოლიზმის დარღვევა. არჩევენ უჯრედული დისტროფიის შემდეგ ძირითად სახეებს: ცილოვანს, ცხიმოვანსა (ლიპიდურსა) და ნახშირ­წყლოვანს. თავის მხრივ, ცილოვან დისტროფიებს შორის არჩევენ შემდეგ სახესხვაობებს: მარცვლოვანს, ლორწოვანს, კოლოიდურს, ჰიალინურს, ამილოიდურს და სხვ. ტერმინ „დისტროფიის“ სინონიმის მნიშვნელობით ხმარობენ ტერმინს „ უჯრედების ალტერაცია“. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა