ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
უჯრედების ევოლუცია – (evolutio cellularum ლათ.evolutio – გაშლა) – უჯრედების სტრუქტურებისა და ფუნქციის ცვლილებები ცხოველთა და მცენარეთა ორგანიზმების ფილოგენეტიკური განვითარების დროს. ამ პროცესის დაწყებით უჯრედულ პერიოდამდე ყალიბდება უჯრედული ორგანიზაცია, რომელიც შემდგომში სრულყოფილი ხდება ერთუჯრედოვანი და მრავალუჯრედოვანი ორგანიზმების შემადგენლობაში უჯრედების განვითარების დროს. უჯრედის აგებულების ევოლუციის გაგებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს შრომებს ქსოვილოვანი ევოლუციის შესახებ (ა.ა.ზავარზინი, ნ.გ.ხლოპინი და მათი სკოლები). მიუხედავად ამისა, უჯრედების ევოლუციურ გარდაქმნათა სპეციფიკური კანონზომიერებანი ჯერ – ჯერობით არასაკმარისადაა შესწავლილი. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა