უჯრედი – ჩხირები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

უჯრედი – ჩხირები – (bacillocyti) თვალის ბადურაში სინათლისადმი მგრძნობიარე მხედველობითი უჯრედები (უჯრედი ნეიროსენსორული ჩხირისებრი – epitheliocytus neurosensorum bacillifer), რომელთა პერიფერიულ მორჩს (processus bacillifer) აქვს გრძელი ჩხირის ფორმა. მასში არჩევენ გარეთა და შიგნითა სეგმენტებს, ანუ ნაწევრებს. გა­რეთა ნახევარში განივად განლაგდება ერთმანეთის პარალელურად მდებარე მრავალრიცხოვანი მემბრანები. გარეთა სეგმენტის ერთ – ერთ მხარეზე სიგრძივად გადის 16 – 18 ფიბრილი, რომლებიც შიგნითა ნაწევარზე მდებარე ბაზალურ სხეულაკში მთავრდებიან. უჯრედ – ჩხირების პერიფერიული მორჩი ულტრასტრუქტურის საფუძველზე შეიძლება განვიხილოთ როგორც სახეშეცვლილი წამწამოვანი აპარატი. შიგნითა ნახევარში არის მიტოქონდრიების გროვა (ელიფსოიდი). გარეთა ნაწევარი შეიცავს მღებავ ნივთიერებას – მხედველობის პურპურს, ანუ როდოფსინს. უჯრედი – ჩხირები შეიგრძნობს ბინდის (არაფერად) შუქს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა