უჯრედული გარსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

უჯრედული გარსი – (tunica cellularis) – ცელულოზისა და სხვა ნივთიერებისაგან შემდგარი მკვრივი კედელი, რომელიც გარს ეკვრის მცენარეულ უჯრედს და ასრულებს დამცავ და საყრდენ ფუნქციებს. ასეთი უჯრედული გარსი აქვს მხოლოდ მცენარეულ უჯრედებს, ცხოველურ უჯრედებს კი არა აქვს. გარედან მათ აქვთ მხოლოდ სუბმიკროსკოპული პლაზმური მემბრანა – პლაზმოლემა (ციტოლემა) , რომელსაც არცთუ იშვიათად უჯრედის გარსს უწოდებენ. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა