უჯრედული ტერიტორია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

უჯრედული ტერიტორია – (teritoria cellularis) – ბირთვი გარშემოკრული ციტოპლაზმით (ანუ ბირთვულ – ციტოპლაზმური უბანი) სიმპლასტის შემადგენლობაში (მაგალითად, ჩონჩხის კუნთოვან ბოჭკოში). სიმპლასტის უჯრედებად გამოუცალკევებელ შემადგენლობაში უჯრედული ტერიტორია თავისი მორფო – ფიზიოლოგიური და გენეტიკური თვისებებით ბევრ რამეში მთლიანად უჯრედის ანალოგიურია. ზოგიერთ პირობებში უჯრედული ტერიტორია შეიძლება გამოეყოს სიმპლასტს და გადაიქცეს სხვადასხვაუჯრედოვან სტრუქტურად, წარმოქმნის რა ნამდვილ უჯრედებს (მაგ., ერთბირთვიანი მიობლასტები კუნთის ბოჭკოს დაზიანების დროს). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა