უჯრედული ქსოვილოვანი კულტურა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

უჯრედული ქსოვილოვანი კულტურა – (ლათ.cultura – თესვა, მოყვანა, დამუშავება) – ციტო და ჰისტოლოგიური კვლევის მეთოდი ორგანიზმის გარეთ ხელოვნურ მკვებავ გარემოში ქსოვილთა ნაჭრების ან ცალკეული უჯრედების ცოცხლად შენარჩუნების გზით. უჯრედების კულტივირება in vitro^ საშუალებას გვაძლევს გამოვიკვლიოთ მათი ზრდა, მოძრაობა, გაყოფა და დიფერენცირება. უკანასკნელ წლებში ფართოდ იყენებენ უჯრედთა კულტურებს, რომლებშიც უჯრედებს წი­ნასწარ აცალკევებენ ერთმანეთისაგან ტრიფსინის მოქმედებით. ტრიფ­სინიზებული უჯრედების ზრდის წყაროა ცალკეული, განკერძოე­ბული უჯრედები, რომლებსაც შეუძლიათ უჯრედული კლონების მოცემა. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა