უჯრედშიგა კონვეიერი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

უჯრედშიგა კონვეიერი – (ინგ.conveyer – უწყვეტად მოქმედი სატრანსპორტო მოწყობილობა) – უჯრედის ცილების სინთეზში მონაწილე ურთიერთდაკავშირებული კომპონენტების (ბირთვი, ენ­დოპლაზმური ბადე და ერგასტოპლაზმა, მიტოქონდრიები, გოლჯის კომპლექსი და სხვ.) რთული სისტემა. ამ სისტემაში თითოეული კომ­პონენტი ასრულებს გარკვეულ როლს. (მაგ., ბირთვი იძლევა გენეტიკურ ინფორმაციას და ამით არეგულირებს ბიოსინთეზს, ენდოპლაზმური ბადე და ერგასტოპლაზმა რიბოსომებით ცილების სინთეზის ადგილია, მიტოქონდრიები უზრუნველყოფს ამ პროცესებს ენერგიით ატფ – ის მაკროერგული კავშირების ხარჯზე, ხოლო გოლჯის კომპლექსში უჯრე­დის სინთეზური მოქმედების პროდუქტები კონცენტრირდება). ტერმინი „კონვეიერი“ ამ მნიშვნელობით შემოიღო ხირშმა (1957). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა