ფარისებრახლო ჯირკვალი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ფარისებრახლო ჯირკვალი – (glandula parathyroidea)   ენდოკ­რინული ჯირკვალი, გამოიმუშავებს პარათიროიდულ ჰორმონს, არეგულირებს კალციუმის ცვლას. პარენქიმა წარმოდგენილია ეპითელური  უჯრედებით, პარათიროციტების ჭიმებით ან გროვებით, რომ­ლებიც მრავალრიცხოვანი სისხლის კაპილარების შემცველი თხელი ფაშარი ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილის ჩამონაფენებით არის გამოყოფილი. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) 2.  შინაგანი სეკრეციის ორგანოები, რომლებიც გამოიმუშავებენ პარათირეოიდულ ჰორმონს; არეგულირებენ კალციუმისა და ფოსფორის ცვლას ორგანიზმში.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა