ფენესტრირებული ენდოთელიოციტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ფენესტრირებული ენდოთელიოციტი – (endotheliocytus fene­stratus ბერძნ.endon  –  შიგნით, thele  –  დვრილი და cytos  –  უჯრედი)   სისხლძარღვის კაპილარული ენდოთელიუმის უჯრედი ციტოპლაზმის გათხელებული უბნებით  –  ფენესტრებით. მათ აქვთ კაპილარის კედელში მაკრომოლეკულური ნივთიერებების შეღწევადობის გაადვილების უნარი.­ (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა