ფიალისებრი ეგზოკრინოციტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ფიალისებრი ეგზოკრინოციტი – (exocrinocytus calyciformis ბერძნ. exo  –  გარეთა, crinein  –  გამოყოფა, cytos  –  უჯრედი და ლათ. calyx, calycis  –  ფიალა) ჯირკვლოვანი უჯრედი ენდოდერმული ეპითელიუმის შემადგენლობაში, რომელსაც ფიალისებრი ფორმა აქვს სეკრეტის დაგ­როვების ფაზაში, როდესაც სეკრეტის ზეწოლით უჯრედის ბირთვი გა­და­ინაცვლებს უჯრედის ბაზალურ ნაწილში და გამოყოფს ლორწოვან სეკრეტს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა