ფიბრომატოზები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ფიბრომატოზები – დისპლაზიური პროცესები შემაერთებელ ქსოვილში, რომლებიც მოკლებულნი არიან ანთებითი რეაქციების ნიშნებსა და თავისებურებებს, რომლებიც დამახასიათებელია რაიმე გარკვეული სიმსივნისათვის. თანდაყოლილი ფიბრომატოზები აღინიშნება ახალშობილებში, ჩვილ ბავშვებში, სკოლამდელებში და მოზარდებში. თანდაყოლილი გენერალიზებული ფიბრომატოზი ხასიათდება მრავლობითი კერებით კანქვეშა უჯრედისში, კუთებში, შინაგან ორგანოებსა და ძვლებში. ისინი დიდდებიან, წარმოიქმნება ახალი კვანძები. კანი მსხვილი კვანძების ზევით წყლულდება. დიაგნოსტიკა ემყარება  კლინიკურ მონაცემებს და ბიოფსიური და ოპერაციული მასალის ჰისტოლოგიური გამოკვლევის შედეგებს. მკურნალობა ოპერაციულია.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა