ფილტვების თანდაყოლილი ცისტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ფილტვების თანდაყოლილი ცისტები – ცისტები შეიძლება  იყოს ჰაერით ან სითხით ავსებული, ერთეული ან მრავლობითი. ისინი წარმოიქმნებიან ემბრიოგენეზის იმ პერიოდში, როდესაც ფორმირდება ბრონქები და ალვეოლები. ადრეულ სტადიებზე ორგანოგენეზის დარღვევის დროს ვითარდება ერთეული ცისტები, გვიან  სტადიებზე  –  მრავლობითი ცისტები. კლინიკური სიმპტომატიკა დამოკიდებულია გართულებების არსებობაზე ან არარსებობაზე: ცისტის დაჩირქება, მისი გაღწევა პლევრის ღრუში, გულმკერდშიგა დაძაბვის სინდრომის განვითარება. ცისტის დაჩირქების დროს მატულობს ინტოქსიკაციის სიმპტომები, სხეულის ტემპერატურა. დაჭიმული ცისტები წარმოიქმნებიან სარქვლოვანი მექანიზმის არსებობისას მათი ბრონქთან შეერთების ადგილზე. დაჭიმული ცისტის კლინიკური სურათი ხასიათდება გულ – ფილტვის უკმარისობის სიმპტომებით. დაზიანების მხარეზე აღინიშნება კოლოფისებური ხმიანობა, სუნთქვა შესუსტებულია. მსგავსი სურათი აღინიშნება პნევმოთორაქსის დროსაც. რენტგენოგრამაზე და განსაკუთრებით ტომოგრამაზე ვლინდება ცისტის კონტურები, გულმკერდშიგა დაძაბვის სიმპტომები. მკურნალობა ოპერაციულია; გაურთულებელ შემთხვევებში პროგნოზი კეთილსაიმედოა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა