ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
ფილტვის აცინუსი – (acinus pulmonalis ლათ.pulmo, pulmonis – ფილტვი) ფილტვის რესპირაციული ნაწილის (portio respiratoria pulmonis) სტრუქტურულ – ფუნქციური ერთეული, რომელიც შედგება რესპირაციული ბრონქიოლის, ალვეოლების სავალისა და ალვეოლათა პარკების კედლებში განლაგებულ ალვეოლათა სისტემისაგან, რომლებიც ახორციელებენ აირთა ცვლას სისხლსა და ალვეოლების ჰაერს შორის. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა