ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
ფოლიკული საკვერცხის, მესამეული – (folliculus ovaricus tertiarius \vesiculosus\) საკვერცხის ყველაზე მსხვილი მწიფე ფოლიკული. მისი კედელი შედგება ფოლიკულური მარცვლოვანი შრისაგან (stratum granulosum), გარეთა გარსის სისხლძარღვოვანი (theca folliculi) და ბოჭკოვანი შრეებისაგან (tunica externa), კვერცხის შემცველ გორაკში პირველადი ოოციტია. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა