ფოლიკულური ანგინა

ფოლიკულური ანგინა – (ყელ – ყურ – ცხვ. დაავ.) ზოგადი სიმპტომები დაახლოებით იგივეა, რაც ლაკუნური ანგინის დროს (იხ.).

ვლინდება ფოლიკულების დაჩირქებით, რომლებიც გამოდიან ჰიპერემიული და შეშუპებული ნუშურა ჯირკვლების ზედაპირზე მოთეთრო – მოყვითალო წერტილების სახით. ყბისქვეშა ლიმფური კვანძები გადიდებულნი და მტკივნეულნი არიან.

დაავადების ხანგრძლივობა, ისევე როგორც ლაკუნარული ანგინის დროს, 4 – 5 დღეა.


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.