ფოლჰარდის ფსევდოურემია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ფოლჰარდის ფსევდოურემია – ფოლჰარდის კრუნჩხვითი ურემია. ამ დროს თირკმლების ფუნქცია არ იცვლება, ნარჩენი აზოტის რაოდენობა სისხლში არ არის მომატებული. მისი ნიშნები წარმოიქმნება ტვინის ინტრა და ექსტრაცელულარული შეშუპებით. კლინიკური ნიშნებია  –  თავის ტკივილი, ღებინება, ბრადიკარდია, ეპილეპტიფორმული კრუნჩხვები, გონების გარდამავალი დაკარგვა. ყველაზე ხშირად გვხვდება მწვავე ნეფრიტის დასაწყის სტადიაში. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა