ფორმალიზაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ფორმალიზაცია – (ლათ. Forma – სახე, ხატი)შემეცნების შინაარსის დაზუსტება, იგი ხორციელდება სინამდვილის მოცემული სფეროს შესასწავლ ობიექტებთან, მოვლენებთან, პროცესებთან, ზოგიერთი ისეთი მატერიალური კონსტრუქციის გარკვეული შედარების გზით, რომლებსაც უფრო მდგრადი ხასიათი აქვთ და ამიტომ განსახილველი ობიექტების არსებითი და კანონზომიერი მხარეების გამოვლენისა და ფიქსირების საშუალებას იძლევიან. ფორმალიზაციის, როგორც გნოსეოლოგიური ხერხის თავისებურება იმაშია, რომ შინაარსის გამოვლენა და დაზუსტება მისი დახმარებით ამ შინაარსის ფორმის გამოვლენისა და ფიქსირების საშუალებით მიმდინარეობს. (წყარო: ფილოსოფიური ლექსიკონი, ი. ტ. ფროლოვის რედაქციით, 1982 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა