ფოშაი – მოლარეტის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ფოშაი – მოლარეტის სინდრომი – კატის ნაკაწრის დაავადება. კეთილთვისებიანი ვირუსული ლიმფადენიტი კანის დაზიანების შედეგად. ხშირია კატის  ნაკაწრის შემდეგ. წარმოადგენს შემავალი ინფექციის კარს. ადგილი აქვს რეგიონულ ლიმფადენიტს (უპირატესად იღლიისქვეშ ფოსოში და საზარდულის მიდამოში), ლიმფური კვანძების დაჩირქებას და ფისტულის გაჩენას, ციებას, მოთენთილობას, წონაში დაკლებას, შესაძლოა მაკულოპაპულოზური გამონაყარიც. გამოყოფენ ექტოპიურ და ატიპიურ ფორმებს. პირველისთვის დამახასიათებელია მწვავე ტონზილიტი ლიმფური კვანძების დასიებით და არც თუ იშვიათად რეტროფარინგეალური აბსცესით. ატიპიურთა შორის ვარჩევთ კონიუნქტივურ (პარინოს სინდრომი), მეზენრიალურ, თორაკალურ ფორმებს, ხშირად რთულდება ენცეფალიტით, ნევრიტით. სინონიმები: დებრეს III სინდრომი, პეტცეტა კასის დაავადება. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა