ფრამბეზია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ფრამბეზია – (ლათ. framboesia – მალინა; სინონიმები: განგოზა, ტროპიკული გრანულომა, არავენერიული სიფილისი, ტროპიკული სიფილისი)  ტროპიკული იფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს სპიროქეტების განსაკუთრებული სახე; გადაეცემა კონტაქტურ – საყოფაცხოვრებო გზით. ავადდებიან უპირატესად ბავშვები. ინკუბაციური პერიოდი შეადგენს 8 კვირას. ვლინდება კანის წყლულოვანი დაზიანებით, ხანგრძლივი გამონაყრით. რამდენიმე წლის შემდეგ შესაძლებელია ძვლების დაზიანება. მკურნალობა – ანტიბიოტიკები.

გაფრთხილება!