ფრთისებრი აპკი (თვალის პტერიგიუმი)

ფრთისებრი აპკი (თვალის პტერიგიუმი) – კონიუნქტივის ნაოჭი, რომელიც შეზრდილია რქოვანასთან. ხელშემწყობი ფაქტორებია  –  კონიუნქტივის ხანგრძლივი გაღიზიანება ქარით, მტვრით, მავნე მინარევებიანი მშრალი ჰაერით. თვალის ნაპრალის არეში, ხშირად შიგა მხარეზე აღინიშნება კონიუნქტივის  სამკუთხა ნაოჭი, რომლის ზედა ნაწილი შეზრდილია რქოვანასთან და პროცესის პროგრესირების დროს შესაძლებელია მიაღწიოს გუგამდე. ამის შედეგად ქვეითდება მხედველობის სიმახვილე. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება ცრუ პტერიგიუმთან, რომელიც წარმოიქმნება კონიუნქტივის და რქოვანას დაწყლულების, დამწვრობის და დაზიანებების დროს  და ლოკალიზებულია თვალის კაკლის ნებისმიერ მხარეზე. მკურნალობა ქირურგიულია. რეციდივების თავიდან აცილების მიზნით  –  ტიო – ტეფის ხსნარის ინსტილაციები გაზავებით 1:1000  –  1:2000 დღეში 3 – 4 – ჯერ 5 – 6 კვირის მანძილზე. პროგნოზი დროული ოპერაციის დროს, როგორც წესი, კეთილსაიმედოა. შესაძლებელია დაავადების რეციდივები.


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.