პულსი და მისი სისტემური კონტროლი საოჯახო პირობებში

პულსი – მაჯისცემა, არტერიების პერიოდული, შედარებით რითმული გაგანიერება; განპირობებულია მარცხენა პარკუჭიდან აორტაში სისხლის გადასვლისას მისი კედლის შერხევით და ამ ტალღის გავრცელებით სისხლძარღვის კედლის გასწვრივ. ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პულსის მახასიათებლები

გული რიტმულად იკუმშება და სისხლს გადაისვრის სისხლძარღვთა სისტემაში. ამ ბიძგების შედეგად არტერიის კედლები ირყევა – და მას პულსი ეწოდება.

პულსის მახასიათებლები:|
სიხშირე – არტერიის კედლების რყევის რაოდენობა წუთში;
რიტმულობა – ბიძგებს შორის ინტერვალების ხასიათი (არის თუ არა ინტერვალები ერთნაირი, არითმიული, სხვადასხვა);
სავსე – პულსის ტალღის პიკზე სისხლის მოცულობა.

როგორ გავიზომოთ პულსი

გულის შეკუმშვების სიხშირის გამოკვლევა ხდება პალპაციით შემდეგ ადგილებში:

  • იღლიის ფოსო;
  • წინამხარი – არტერია იდაყვის მოხრის რაიონში;
  • მაჯაზე I თითის არეში (სხივის არტერია);
  • მაჯის გარეთა არე (იდაყვის არტერია);
  • ბარძაყი საზარდულის არეში;
  • საძილე არტერია (კისრის შუა ნაწილში);
  • საფეთქელი (ყვრიმალზე ოდნავ ზემოთ).

არ არის რეკომენდებული პულსის გაზომვა მაშინვე ჭამის, სეირნობის და სხვა ფიზიკური დატვირთვის დროს.

დილით, მოსვენებულ მდგომარეობაში დაიდეთ საჩვენებელი და შუა თითი მაჯაზე (კისერზე, ბარძაყზე, საფეთქელზე). დაინიშნეთ დრო წამზომით (60 წამი) და დაითვალეთ დარტყმების რაოდენობა. არსებობს გულის შეკუმშვათა სიხშირის 15 წამში დათვლის მეთოდი (მიღებული შედეგი მრავლდება ოთხზე) და 30 წამში დათვლის მეთოდი (მიღებული შედეგი შესაბამისად მრავლდება ორზე). გულისცემის სიხშირის განსაზღვრისთვის ოპტიმალური დრო არის – 60 წამი.

პულსის დათვლის ინსტრუმენტული მეთოდი 

პულსის დათვლა ასევე შესაძლებელია კვლევის ინსტრუმენტული მეთოდებით – ტონომეტრით. თანამედროვე ტონომეტრებს აქვთ არა მხოლოდ არტერიული წნევის, არამედ პულსის გაზომვის ფუნქციაც (მათში ჩამონტაჟებულია პულსის გამზომი სენსორი). ზოგიერთი აპარატი კი დამატებით იძლევა არითმიის ნიშნების გამოვლენის საშუალებას, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს არითმიის სერიოზული შედეგების თავიდან აცილებას.
პულსის და სხვა , მნიშვნელოვანი პარამეტრების სისტემური კონტროლისათვის ეფექტურია საოჯახო მინი-აპარატი, რომელსაც ქვემოთ ხედავთ, ტექსტთან ერთად.

პულსის ნორმა წარმოდგენილია შემდეგ ცხრილში

ასაკი  მინიმალური პულსი  პულსის ნორმა  მაქსიმალური პულსი
 0–1 თვე  120  150  180
 1–12 თვე  110  140  170
 1–4 წელი  100  130  160
 4–6 წელი  90  110  130
 6–8 წელი  80  100  120
 8–10 წელი  70  90  110
 10–15 წელი  60  80  100
 15–30 წელი  60  70  80
 30–40 წელი  55  75  95
 40–60 წელი  50  75  95
 60–80 წელი  70  80  90

პულსის მაჩვენებელი შეიძლება შეიცვალოს შემდეგ შემთხვევებში:

  • ფიზიკური დატვირთვა;
  • ფსიქო-ემოციური აგზნება;
  • ზოგიერთი მედიკამენტის მიღება;
  • ალკოჰოლური სასმელების მიღება;
  • გადაცივება და გადახურება;
  • ფიზიოთერაპევტული პროცედურების ჩატარება, მასაჟი.

თუ პულსი რამე მიზეზის გარეშე ქვეითდება წუთში 50 დარტყმაზე ქვემოთ, ეს შეიძლება მიუთითებდეს ორგანიზმში პათოლოგიური მდგომარეობის არსებობაზე. ადამიანი შეიძლება გრძნობდეს სისუსტეს, გულისრევას, თავბრუხვევას. პულსის შემცირება 40-35 დარტყმამდე წუთში – უკვე წარმოადგენს სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობას (თავის ტვინი განიცდის ჟანგბადოვან შიმშილს-ჰიპოქსიას). მუდმივი იშვიათი პულსი 40 დარტყმა წუთში და ქვემოთ 5-7 დღის განმავლობაში ნიშნავს ბრადიკარდიის არსებობას. თუ გულის შეკუმშვათა რიცხვი აგრძელებს დაქვეითებას და რჩება წუთში 30 დარტყმის (ან ქვემოთ) დონეზე, სასწრაფოდ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.

ჟანგბადის კონცენტრატირები

ჟანგბადის კონცენტრატორი

მსგავსი სტატიები:
  1. ულსოქსიმეტრი სატურატორი პერფუზიომეტრი  – სწორად შეარჩიეთ აპარატი
  2. ორგანიზმში ჟანგბადის შემცირება, ფილტვებისა და გულის მუშაობა შეგიძლიათ აკონტოლოთ სახლში და თავიდან აიცილოთ ჯანმრთელობის მრავალი გართულება
  3. ოვიდ -19  და პულსოქსიმეტრი . როგორ გამოვიყენოთ
  4. კოვიდი სახლში . სამ ინდექსიანი საკონტროლო მინი-აპარატი
  5. ჟანგბადის უკმარისობა
  6. ჟანგბადი
  7. პერფუზია და პერფუზიომეტრი
  8. ჟანგბადით მკურნალობა
  9. ჟანგბადის კონცენტრატორი
  10. ჰიპოქსია 
  11. ნაყოფის ჰიპოქსია
  12. ჰიპოქსემია
  13. https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=2735141650061170&id=1721562981419047&__cft__[0]=AZVw2lz7i3CHlq0tKxXrTdsyVXIYwMnsKBCkPAKCgf6l-nfOqUFpYw86v6ClHIkdIDRIyMYx74bsrKSgyHQW9GF_922RSNZmtB151dCH8mHJq3u1ADcsvN8u2vo7NEWCNrI&__tn__=%2CO%2CP-R|
    პულსი და მისი სისტემური კონტროლი საოჯახო პირობებში