რემისია

რემისია – 1. (ლათ. Remmisio შემცირება, შესუსტება) ავადმყოფის მდგომარეობის დროებითი გაუმჯობესება, რაც ვლინდება დაავადების პროგრესირების შენელებით ან შეწყვეტით, მისი ნაწილობრივი შექცევადი განვითარებით, ან პათოლოგიური პროცესის კლინიკური გამოვლინებების სრული გაქრობით. ზოგ შემთხვევაში რემისია წარმოადგენს დაავადების კანონზომიერ ფაზას, მაგრამ სრულებით არ წარმოადგენს ორგანიზმის დაბრუნებას ჯანმრთელ მდგომარეობაში და შესაძლებელია შეიცვალოს დაავადების რეციდივით, ანუ პათოლოგიური პროცესის გამწვავებით.

2. რემისია – დაავადების სტადია, რომელიც ხასიათდება მისი გამოვლინების დროებითი შესუსტებით, ან გაქრობით.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი