სელენი

სელენი – (Selenium, Se) მენდელეევის პერიოდული სისტემის VI ჯგუფის ელემენტი; მიეკუთვნება ბიოგენურ მიკროელემენტებს. სელენი და მისი ნაერთები წარმოადგენენ საწარმოო შხამებს და ახასიათებთ მნიშვნელოვანი პროფესიონალური მავნეობა. სელენის რადიააქტიულ იზოტოპს იყენებენ მედიცინაში კუჭქვეშა ჯირკვლის სცინტიგრაფიისათვის. ფართო გამოყენება აქვს სელენს ნახევარგამტარების, ფოტოელემენტების, თერმოელემენტების წარმოებაში.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი