სინუსიტი – ცხვირის დანამატი წიაღების მწვავე ან ქრონიკული ანთება. განასხვავბენ ჰაიმორიტს – ზედა ყბის (ჰაიმორის) წიაღის ლორწოვანი გარსის ანთებას: ფრონტიტი – შუბის წიაღის ანთება; ეთმოიდიტი – ცხავის ლაბირინთის ანთება და სფენოიდიტი – სოლისებრი წიაღის ანთება. დაავადება შეიძლება იყოს ცალმხრივი ან ორმხრივი, პროცესში ერთი წიაღის ჩართვის ან ცხვირის ყველა დანამატის წიაღის დაზიანებით, ერთ ან ორივე მხარეზე – ე. წ. პანსინუსიტი. დაავადების სიხშირის მიხედვით პირველ ადგილზეა ზედა ყბის წიაღი, შემდეგ ცხვის ლაბირინთი, შუბლისა და სოლისებური წიაღი.
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი