სწორი ნაწლავის ფისტულები

სწორი ნაწლავის ფისტულები – პათოლოგიურად წარმოქმნილი გზები სწორი ნაწლავის კედელში, ჩვეულებრივ მორგანის კრიპტების არეში, რომლებიც მთავრდებიან სწორი ნაწლავის ირგვლივ უჯრედისში ან ხშირად იხსნებიან უკანა ტანის ირგვლივ კანზე.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

პარაპროქტიტის თავისთავადი ან ქირურგიული გახსნის შემდეგ სწორი ნაწლავის სანათურთან  კავშირი შენარჩუნებულია მუდმივი ინფიცირების გამო და ნაწიბუროვანი ქსოვილების წარმოქმნით  ხვრელის ირგვლივ სწორი ნაწლავის ლორწოვან გარსში.

სიმპტომები, მიმდინარეობა

გარეთა ფისტულების დროს კანზე უკანა ტანის არეში ან დუნდულოებზე ვლინდება ერთი ან რამდენიმე წერტილოვანი ხვრელი ქსოვილთა გამკვრივებით ირგვლივ და ლოროწოსა ან  ჩირქის მუდმივი ან პერიოდული გამოყოფით და გარემომცველი ქსოვილების მაცერაციით.
სწორი ნაწლავის გამოკვლევით ისინჯება ხვრელი ერთ  –  ერთი კრიპტის მიდამოში (ფისტულის შიგნითა ხვრელი).
არასრული შიგნითა ფისტულის დროს  ავადმყოფები აღნიშნავენ უცხო სხეულის გრძნობას უკანა ტანში, ტკივილს, პერიოდულად ლორწოსა და ჩირქის გამოყოფას სწორი ნაწლავიდან, რომელიც აღიზიანებს ირგვლივ კანს.
ორივე შემთხვევაში წარმოიქმნება მწვავე ანთებითი პროცესის რეციდივი, მისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით (ტკივილი, ტემპერატურის მომატება, შემცივნება და სხვ.).
ფისტულები მიდრეკილები არიან შეხორცებისაკენ და ჩვეულებრივ არ ექვემდებარებიან კონსერვატულ მკურნალობას.

მკურნალობა

მკურნალობა ქირურგიულია. პროგნოზი კეთილსაიმედოა, განსაკუთრებით კვალიფიციური ქირურგიული ჩარევის შემდეგ.

სწორი ნაწლავის ფისტულები – ქ-ნ ლალი დათეშიძისა და ბ-ნ არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 სწორი ნაწლავის ფისტულები – პათოლოგიურად წარმოქმნილი გზები სწორი ნაწლავის კედელში, ჩვეულებრივ მორგანის კრიპტების არეში, რომლებიც მთავრდებიან სწორი ნაწლავის ირგვლივ უჯრედისში ან ხშირად იხსნებიან უკანა ტანის ირგვლივ კანზე
🔎 არასრული შიგნითა ფისტულის დროს ავადმყოფებს აღენიშნებათ:

➡ უცხო სხეულის შეგრძნება უკანა ტანში;
➡ ტკივილი;
➡ პერიოდულად ლორწოსა და ჩირქის გამოყოფა სწორი ნაწლავიდან, რომელიც აღიზიანებს ირგვლივ კანს
💢 გარეთა ფისტულების დროს კანზე უკანა ტანის არეში ან დუნდულოებზე ვლინდება ერთი ან რამდენიმე წერტილოვანი ხვრელი ქსოვილთა გამკვრივებით ირგვლივ და ლოროწოსა ან ჩირქის მუდმივი ან პერიოდული გამოყოფით და გარემომცველი ქსოვილების მაცერაციით
❌ ფისტულები მიდრეკილები არიან შეხორცებისაკენ და ჩვეულებრივ არ ექვემდებარებიან კონსერვატულ მკურნალობას
👉 შეიტყვეთ მეტი – https://bit.ly/3vMK4qq
#ფისტულა #სწორინაწლავისფისტულა #ანალურიფისტულა #ანალურინაპრალი #ანალურიფისტულისსიმპტომები #გარეთაანალურიფისტულა #შიგნითაანალურიფისტულა #უცხოსხეულისშეგრძნება #ტკივილი #ლორწოსგამოყეფა #ჩირქისგამოყოფა #ანალურიაბსცესი #სისხლიანიგანავალი #ცხელება #შემცივნება #ანალურიფისტულისმკურნალობა #პროქტოლოგია #პროქტოლოგიურიდაავადებები #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი


 

.