ფოლიუმის მჟავა (ვიტამინი BC)

ფოლიუმის მჟავა (ვიტამინი BC) – წყალში ხსნადი ვიტამინი. კოფერმენტის სახით მონაწილეობს სისხლწარმოქმნისას აზოტოვანი ნაერთების სინთეზის რეაქციებში. შედის ღვიძლში, თირკმელებში, საფუარში, სალათებში. მისი უკმარისობა იწვევს სისხლნაკლებობას.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი