ფსევდოუნიპოლარული უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ფსევდოუნიპოლარული უჯრედები – (cellulae pseudou­nipolares ბერძნ. pseudos  –  ცრუ, ლათ. unus  –  ერთი და polaris  –  პოლარული)  ზურგის ტვინის კვანძის (ganglion spinale) მგრძნობიარე ნერვული  უჯრედები, რომელთა სხეულებიდან გამოდის ერთი მორჩი. უკანასკნელი ნეირონის სხეულიდან გარკვეულ მანძილზე T – სებრად იყოფა ორ მორჩად, ასე რომ, განსახილველი  უჯრედები სინამდვილეში უნიპოლარული კი არ არის, ბიპოლარულია, რაც ჩანს მათი სახელწოდებიდან. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook