ფსევდოქსანთომა ელასტიკური

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ფსევდოქსანთომა ელასტიკური  – (pseudoxanthoma elaticum; ბერძ. Pseudes ცრუ + ქსანთომა; სინ.: ბალზერის ელასტიკური ქსანთომა, გუტმანის ელასტიკური ნევუსი)დაავადება, რომელსაც საფუძვლად უდევს  ელასტიკური ქსოვილის მემკვიდრეობითი დისტროფია; ვლინდება მოყვითალო ფერის პაპულოზურ – ატროფიული კერებით, ლოკალიზებული კანზე და ლორწოვან გარსებზე. ელასტიკური ფსევდოქსანთომის დროს პათოლოგიური პროცესი ხშირად ღებულობს სისტემურ ხასიათს და ვრცელდება თვალის ბადურაზე და სისხლძარღვებზე. დაავადება ვლინდება ახალგაზრდა ასაკში, ზოგჯერ დაბადებისთანავე. პათოლოგიური კერები ლოკალიზებულია კისრის გვედითი ზედაპირის, იღლიისქვეშა და საზარდულის მიდამოს კანზე, იდაყვის მომხრელებზე, მუხლქვეშა ღრმულებზე, სასქესო ორგანოებზე, იშვიათად – ტანზე.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..