ფსიქოგენიები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ფსიქოგენიები – 1. (ფსიქოლოგია) (ბერძ. psyche – სული, gemao – წარმოვქმნი)ფსიქიკის დარღვევა, წარმოქმნილი ფსიქიკური ტრავმების გავლენით. ფსიქოგენიები წარმოიქმნება ერთმომენტიანი, ინტენსიურად მოქმედი ფსქიტრავმირებადი სიტუაციებით. ან შესაძლებელია შედეგი იყოს შედარებით სუსტი, მაგრამ ხანგრძლივი ტრავმირებისა. ფსიქოგენიის წარმოშობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს გარკვეული მზაობა ,,ფსიქიკური ჩავარდნისადმი”, რომელიც ვითარდება გადატანილი დაავადების შემდეგ დასუსტებული ორგანიზმის ფონზე, ხანგრძლივი ნერვული დაძაბულობის შემდეგ, ნერვული სისტემის სპეციფიური თავისებურებებისას. 2.  ფსიქიკური დარღვევა, რომელიც გამოწვეულია და განპირობებულია ფსიქიკური ტრავმებით, ემოციური განცდებით

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook