ქონდრომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ქონდრომა – კეთილთვისებიანი სიმსივნე, განვითარებული  ხრტილოვანი ქსოვილიდან, რომელიც აზიანებს ძირითადად მტევნებისა და ტერფების გრძელ ძვლებს. განასხვავებენ 2 ფორმას: ენქონდრომები, რომელიც ვითარდება ძვლის სიღრმეში, და ეკქონდრომები, რომლებიც წარმოიქმნებიან ძვლის ზედაპირული შრიდან და იზრდებიან ეგზოფიტურად, გარემომცველი რბილი ქსოვილების მხარეზე. ხშირად მიმდინარეობენ უსიმპტომოდ; ვლინდებიან მხოლოდ ძვლების დეფორმაციითა და პათოლოგიური მოტეხილობებით; ხასიათდებიან მალიგნიზაციის მაღალი ინდექსით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook