ქორიოდკარცინომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ქორიოდკარცინომა – (ლათ. chorioideus სისხლძარღვოვანი წნული + ბერძ. Karkinos კიბო +  – oma სიმსივნე; სინ.: ქორიოიდული კარცინომა)ავთვისებიანი ნეიროექტოდერმული სიმსივნე, რომელიც ვითარდება  თავის ტვინის სისხლძარღვოვანი წნულების ეპითელიდან. წარმოადგენს ქორიოიდპაპილომის ავთვისებიან ვარიანტს. გვხვდება საკმაოდ იშვიათად; კლინიკური გამოვლინება დამოკიდებულია სიმსივნის და მისი მეტასტაზის ლოკალიზაციაზე. განსაკუთრებით დამახასიათებელია თავის ტვინის ზოგადი სიმპტომები, რაც უკავშირდება ცერებროსპინალური სითხის დინების გზების ოკლუზიას.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook