ქორიოიდიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ქორიოიდიტი – თვალის სისხლძარღვოვანი გარსის ანთება, რომელიც შერწყმულია ბადურის ანთებასთან (ქორიორეტინიტი). ეტიოლოგია: ქრონიკული და  მწვავე ინფექციური დაავადებები, თვალის ტრავმები, გართულებული ახლომხედველობა. პათოგენეზი: გამომწვევის ეგზოგენური (ტრავმის დროს) ან ენდოგენური შეღწევა ბადურის სისხლძარღვებში და შემდეგ კი სისხლძარღვოვან გარსში; გარკვეულ როლს ასრულებენ  მიკრობთა ტოქსინები, ალერგია, იმუნოაგრესია. სიმპტომები. მხედველობის დაქვეითება, ციმციმი თვალების წინ (ფოტოპსია), საგნების დამახინჯება (მეტამორფოპსია), სკოტომები მხედველობის ველში, პროცესის პერიფერიული ლოკალიზაციის დროს  –  ჰემერალოპია; თვალის ფსკერზე მორუხო ან მოყვითალო კერები არამკაფიო კონტურებით. დაავადების ბოლოს, რომელიც გამოირჩევა ხანგრძლივი მორეციდივე მიმდინარეობით, დგება სისხლძარღვოვანი გარსის ატროფია  –  კერა  ღებულობს თეთრ ან მოყვითალო ელფერს, მკაფიო კონტურებს, მასში ვლინდება პიგმენტაცია.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..