ქოშინი (დისპნოე)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ქოშინი (დისპნოე) – სუნთქვის გაძნელება, მისი სიხშირის, რიტმისა და სიღრმის დარღვევა, რასაც თან სდევს სუნთქვის, ჰაერის უკმარისობის უსიამოვნო შეგრძნება.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

 

სუნთქვის უკმარისობა (ქოშინი)

სუნთქვის უკმარისობა, ქოშინი, ორთოპნოე, გულის ასთმა

ავტორი :დოქტორი დავით მალიძე. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გადასაბეჭდად მიმართეთ http://www.medgeo.net/2013/12/09/consultacia-10/

თითქმის  ყველა ჩვენთაგანისთვის ნაცნობია სუნთქვის უკმარისობა სირბილის დროს ან კიბეზე ასვლის დროს მე 5 სართულზე. მაგრამ, არის შემთხვევები როდესაც ჰაერის უკმარისობა ვითარდება რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, ან სულაც მოსვენების მდგომარეობაში. თუ  სუნთქვის უკმარისობა განვითარდა ასეათ სიტუაციებში – ეს ნიშნავს რომ საქმე სერიოზულადაა.>>>

სუნთქვა – ჩვეულებრივი პროცესია, ამის გამო ჩვენ მას ვერ ვამჩნევთ, სამაგიეროთ მაშინვე ვხვდებით,  სუნთქვასთან დაკავშირებით, თუ რამე ნორმაში არ არის. განსაკუთრებით, როდესაც არაფრის გამო გვეწყება სულის შეხუთვა. თავის ტვინი იღებს შესაბამის სიგნალს– და სუნთქვა ხშირდება, ეს პროცესი არ კონტროლირდება ჩვენი ცნობიერებით. შეიცვალა სუნთქვის სიხშირე და რითმი, შესუნთქვის და ამოსუნთქვის ხანგრძლივობა– ერთი სიტყვით თქვენ გრძნობთ, რომ აშკარად ისე ვერ სუნთქავთ, როგორ ადრე. ეს არის ზუსტად ქოშინი.

სუნთქვის გაძნელების სახეები და მკურნალობის მეთოდები

უმრავლე შემთხვევებში, ქოშინი დაკავშირებულია ჰიპოქსიასთან – ჟანგბადის დაბალ შემცველობასთნ ორგანიზმში ანუ ჰიპოქსემიასთან– ჟანგბადის დაბალ შემცველობასთნ სისხლში. რაც იწვევს სასუნთქი ცენტრის გაღიზიანებას თავის ტვინში. რისც შედეგადაც უნებლიედ ხშირდება სუნთქვა და ვითარდება ჰაერის უკმარისობა.

პირობითად გამოყოფენ ქოშინის 3 სახეს: ინსპირტორული ქოშინი ( გაძნელებულია შესუნთქვა)– უფრო მეტდა დამახასიათებელია გულის დაავადებებისთვის; ექსპირატორული (გაძნელებულია ამოსუნთქვა),– ხშირად ხდებ ბრონქული ასთმის დროს; შერეული ქოშინი ( გაძნელებული შესუნთქვაც და ამოსუნთქვაც) –დამახასიათებელია სხვადასხვა განსხვავებული ავდმყოფობებისთვის.

ქოშინთან ანუ დისპნოესთნ ბრძოლის მთავარი მეთოდი არის, იმ დაავადების მკურნალობა, რომლის გამოვლინებაცაა ჰაერის უკმარისობა. იმის გამო, რომ ქოშინის მთავრი მიზეზი, უმრავლეს შემთხვევებში არის ორგანიზმში ჟანგბადის დაბალი შემცველობ– ქოშინის შემცირების ერთ ერთი მეთოდია ჟანგბადით თერაპია

ჰაერის უკმარისობის 9 მიზეზი – და ამდენივე მკურნალობის მეთოდი 

ქოშინის მიზეზეის დასადგენად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, თუ როგორ სწრაფად განვითარდა იგი.  ეს შეიძლება მოხდეს მწვავედ – წუთის, საათის, რამდენიმე დღის ფარგლებში   ან თანდათანობით – რამდენიმე კვირის, თვის ან წლის განმავლობაში. მოდი განვიხილოთ ძირითადი მიზეზები.

1.    ცუდი ფიზიკური ფორმა

ფიზიოლოგიური ქოშინი ვლინდება მას შემდეგ, როდესაც ადიხართ კიბეებზე ან გამოეკიდეთ ავტობუსს. მუშაობაში ჩართული კუნთები მოიხმარენ ჟანგბადს. ტვინი ცდილობს დაფაროს შექმნილი ჟანგბადის  დეფიციტი, რის გამოც ჩვენი სუნთქვა ხშირდება. ასეთი ქოშინი თავის თავად არ არის სახიფათო, მაგრამ თუ თქვენ ქოშინი გიტყდებათ ერთი სართულის ავლის შემდეგაც კი, დროა დაფიქრდეთ თქვენ ფიზიკურ მდგომარეობაზე. ფიზიკურად აქტიურ და ნავარჯიშევ პირებში, ქოშინი ვითარდება იშვიათად.

რა უნდა გავაკეთოთ ასეთი ქოშინის თვიდან ასაცილებლად? საჭიროა აერობული ვარჯიშები, რომლებიც ახშირებენ სუნთქვის რიტმს და გულის ცემას.თუ არ გაქვთ დრო სპორტულ დარბაზებში სიარულისა, სწრაფი სიარულიც კმარა. ჩადით და ამოდით კიბეებზე 3–4 სართულის ფარგლებში.

2.    პანიკური ისტერია

როგორც ცნობილია, ძლიერი მღელვარება, განგაში, სიბრაზე, შიში ხელს უწყობს ადრენალინის გამოყოფას. ხვდება რა სისხლში, ადრენალინი აიძულებს ორგანიზმს ფილტვებში გაუშვას ბევრი ჟანგბადი და ამით მოახდინოს ჰიპერვენტილაციის პროვოცირება. ამიტომ ძლიერი განცდების დროს ძლიერდება გულის რითმი და ვლინდება ქოშინი (დისპნეა)

რა ვქნათ? ასეთი ძლიერი ემოციებით გამოწვეული ჰაერის უკმარისობა პრინციპში უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის. მაგრამ, სერიოზული პანიკური შეტევების დროს (მღელვრებით გამოწვეული ქოშინის დროს კი არა) სჯობს მიმართოთ ექიმს, პანიკის დროს აღძრული ძლიერმა ქოშინმა შეიძლება მიუთითოს ავადმყოფობის არსებობაზე, მაგალითად ვეგეტო–სისხლძარღვოვან  დისტონიაზე.

3.    ანემია ანუ სისხლნაკლოვანება

ყველაზე გავრცელებული რკინადეფიციტური ანემიაა, რკინის იონები აჯერებენ სისხლს ჟანგბადით, თამაშობენ დიდ როლს სისხლწარმოქმნის პროცესებში. მათი ნაკლებობის დროს, ვითარდება ჰიპოქსია და ერთვება  გადაუდებელი დაცვითი მექანიზმი– ქოშინი

ასეთი მდგომარეობები ძირითადად დამახასიათებელია ქალებისთვის, თუმცა კაცებსაც ხშირად უვითრდებათ რკინის უკმარისობა ორგანიზმში. ანემიის დიაგნოზი ისმება სისხლის კლინიკური ანალიზის საფუძველზე.

რა უნდა გავაკეთოთ ანემიის და ამასთან ქოშინის თავიდან ასაცილებლად. ჰემოგლობინის მნიშვნელოვნად დაქვეითების შემთხვევაში, ექიმი უწერს პაციენტს მკურნალობს რკინის  შემცველი პრეპარატებით. მათი მიღება აუცილებელია მინიმუმ 2 თვის განმავლობაში. უნდა თვალი ადევნოთ კვების სისწორეს. რკინა კარგად ივსება ღვიძლიდან და წითელი ხორცისგან, ხოლო მცენარეული საკვებიდან, მაგალითად წიწიბურიდან, ბროწეულიდან – რომლებიც ითვლება ანემიის პანაცეად –ძალიან ცუდად. პრეპარატში ან საკვებში მოთავსებული   რკინის უკეთ  შესათვისებლად, ნიშნავენ აგრეთვე C ვიტამინს

4.    სიმსუქნე

ეს უკვე არა მარტო უბრალო არასაკმარისი ვარჯიშის ბრალია, არამედ სერიოზული დაავადებაა, რომელიც საჭიროებს ადამიანისგან დიდი ძალისხმევასმ რათა გაიუმჯობესოს ჯანმრთელობა. ამასთან საშიშროებას წარმოადგენს არა გარეგანი ცხიმი დუნდულოებში და ბარძაყებში, არამედ შინაგანი, რამეთუ, სიმსუქნე – ეს არ არის მხოლოდ კოსმეტიური დეფექტი.

ცხიმის შრე გარს ერტყის ფილტვებს და გულს, და არ აძლევს ადამიანს საშუალებას ნორმალურად ისუნთქოს. გარდა ამისა, მსუქან ადამიანებში გული შედარებით უფრო მეტ სამუშაოს ატარებს, რადგან იგი იძულებული სისხლი გადაქაჩოს დიდ ცხიმოვან „ბალიშში“. ამის გამო ორგანიზმის საჭირო ორგანოებში ხვდება ჟანგბადის მცირე რაოდენობა.

პრობლემის გადაწყვეტი ხერხი ერთია,– ცხიმის მოშორება ექიმის მეთვალყურეობით, არ დაიწყოთ გაძლიერებული ვარჯიშებით სპორტულ დარბაზში – ძალიან დიდია იმის შესაძლებლობა რომ უბრალოდ დაკრგოთ გონება.

5.    ფილტვების დაავადებები

ქოშინი, რომელიც აღმოცენდება სასუნთქი ორგანოების დაავადებების გამო– ორი სახისაა. ინსპირატორული – როდესაც ხდება შესუნთქვის გაძნელება, როდესაც ბრონქები ამოვსებულია ლორწოთი ან ფილტვის სიმსივნეების დროს და ექსპირატორული, როდესაც გაძნელებულია ამოსუნთქვა, ბრონქიალური ასთმის დროს

ფილტვის ქოშინის მიზეზის დასადგენად , საჭიროა გამოკვლევის ჩატარება პულმონოლოგის ხელმძღვანელობით. გამოკვლევების მინიმუმია – გულმკერდის რენტგენოგრაფია, სისხლი საერთო ანალიზი, სპიროგრაფია (ფილტვების ფუნქციის გამოკვლევა სუნთქვის დროს მოცულობის ცვლილებების გრაფიკული ჩანაწერის რეგისტრაციით). განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში მაგალითად ტუბერკულიოზის ან სიმსივნის დიაგნოსტიკისას იყენებენ სხვა მეთოდებს, საჭირო ხდება ბრონქოსკოპიის და კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარება. ხოლო მკურნალობა საჭიროა პულმონოლოგთან.

6.    გულის იშემიური დაავადება

ამ შემთხვევაში ქოშინი გამოიხატება  ჰაერის უკმარისობის გრძნობით. საერთოდ ეს გრძნობა არის ისეთივე დამახასიათებელი სიმპტომი გულის იშემიური დაავადებისთვის, როგორც მოჭერითი ტკივილები გულმკერდის მარცხენა ნაწილში.

როგორ მოვიქცეთ, როდესაც ჰაერის უკმრისობა და ძლიერი ტკივილები გულმკერდი მიდამოში გამოვლინდა პირველად– მაშინვე გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების მანქანა. ახალგაზრდა მამაკაცებში იშემიური დაავადება ხშირად, პირველადვე  ვლინდება მიოკარდიუმის ინფარქტით. პირველი დახმარება ჩვეულებრივად შემოიფარგლება კარდიოგრამის გადაღებით, შემდეგი გამოკვლევებისა და მკურნალობის გადაწყვეტილებებს იღებს კარდიოლოგი.

7.    გულის შეგუბებითი უკმარისობა

ამ დაავადებია ადრეული ნიშნების დაჭერა ძალიან ძნელია– ჩვეულებრივად ეს ხდება სპეციალური კვლევების გამოყენებით.

ჰაერის უკმარისობა შეგუბებითი გულის უკმარისობის დრო ხასიათდება ავადმყოფის იძულებითი პოზის მიღებით. ის უვითარდება ადამიანს, რომელიც წევს დაბალ ბალიშზე, და ქრება როდესაც პაციენტი იღებს მჯდომარე მდგომარეობს – მას  ეწოდება ორთოპნოე. მაგალითად ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი რუზველტი იძინებდა სავარძელში ზუსტად ამ მიზეზის გამო. ასეთი ქოშინი წარმოიქმნება წოლით მდგომარეობაში გულისკენ სისხლის მიწოდების გაძლიერების და გულის კამერების გადავსების გამო.

ქოშინის მკურნალობა გულის უკმარისობის დროს ძალიან რთულია, მაგრამ გამოცდილი ექიმებ–კარდიოლოგები და ახალი წამლები, ხანდახან ახდენენ სასწაულებს

8გულის ასთმა ანუ პაროქსიზმული ქოშინი

მკვეთრად წარმოქმნილი ქოშინი, რომელიც გადადის მოხრჩობის შეგრძნებაში, ძალიან ხშირად წარმოქმნება ღამით. პაროქსიზმული ქოშინი ხშირად ვითარდება ინფარქტ–გადატანილ პაციენტებში, გულის აორტის და მიტრალური სარქველების მანკების დროს და განსაკუთრებით არტერიული ჰიპერტენზიული კრიზების დროს. წინა მიზეზისგან განსხვავებით – ორთოპნოე  (იძულებითი მდგომარეობა), ქოშინი არ გადის არც მჯდომარე და არც მდგომარე პოზაში. ადამიანი ფითრდება, გულმკერდში წარმოიქმნება სველი ხიხინები, იწყება ფილტვის შეშუპება. ასეთი მდგომარეობა საშიშია პაციენტის სიცოცხლისთვის, ამის გამო საჭიროა სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება. მის მოსვლამდე პაციენტი უნდა მოათვსოთ ნახევარმჯდომარე მდგომარეობაში დაბალი წნევის დროს და მწოლარე მდგომარეობაში მაღალი არტერიული წნევის დროს. მიეცით პაციენტს ნიტროგლიცერინი თუ, მისი სისტოლური წნევა

100 მმვცხსყ–ზე ნაკლები არ არის.

ჩვეულებრივად, ოპერატიულად ჩატარებული მკურნალობა ეფექტურია და ხსნის გულის ასთმის შეტევას. პაროქსიზმული გულის ასთმის შემდეგ პაციენტმა რეგულარულად უნდა მიმართოს კარდიოლოგს დ აკონტროლოს გულის მდგომრეობა.

 

9.     ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია

ყველაზე ხშირი მიზეზი, თითქმის ღრმა ვენების თრომბოფლებიტია. ასეთ მდგომარეობებში ადამიანს ხშირად არ აქვს ვარიკოზულად გამოხატული კვანძები კანის ზედაპირზე.

ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის ნიშნებია, ნორმალური სუნთქვის ფონზე მკვეთრად განვითარებული ძლიერი ქოშინი, გულმკერდში მჩხვლეტავი ტკივილი და შემაწუხებელი ხველა. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში ადამიანს ულურჯდება სახე.

მიუხედავად თანამედროვე მედიცინის საშუალებებისა, ამ დაავადების გამოსავალი ზოგჯერ მძიმეა. ამიტომ საქმე სჯობია თრომბოემბოლიამდე არ მივიყვანოთ, და დროზე მივმართოთ ექიმს ქვედა კიდურების ვენების პათოლოგიის ნებისმიერი გამოვლინებისას. ნიშნები შეიძლება იყოს – ქვედა კიდურების შეშუპება, სიმძიმე ფეხებში, კანჭის კუნთების კრამპები.

როგორც ვხედავთ სუნთქვის უკმარისობა ვითარდება მრავალი მიზეზის გამო, დაწყებული ცხოვრების სტილის მცირე ცვლილებიდან დამთავრებული იმ მდგომარეობებით, რომლებსაც სჭირდებათ სერიოზული მკურნალობა. ეს სტატია დაგეხმარებათ გავარკვიოთ როდის არის ჰაერის უკმარისობა უსაფრთხო და როდის არის საჭირო მივმართოთ სასწრაფო ზომებს სიცოცხლის გადასარჩენად.

ავტორი :დოქტორი დავით მალიძე. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გადასაბეჭდად მიმართეთ http://www.medgeo.net/2013/12/09/consultacia-10/