ქრომონემები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ქრომონემები – (chromonema ბერძნ.chroma  –  ფერი და nema  –  ძაფი)   ნუკლეოპროტეიდული ძაფები, რომლებიც ქრომოსომების სუბმიკროსკოპული სიგრძივი სტრუქტურული სუბერთეულებია. თავის მხრივ, ქრომონემები შედგება უფრო წვრილი სუბერთეულებისაგან, ე.წ.ქრომოფიბრილებისაგან , რომლებიც დნმ – ის მოლეკულებს შეიცავენ. მიტოზის დროს ქრომონემები იხვევა სპირალად, ინტერფაზაში კი, პირიქით, იშლება. დესპირალიზებულ ინტერფაზურ ქრომონემებში არჩევენ ინტენსიურად შეღებილ უბნებს  –  ქრომომერებს და შეუღებავ ქრომომერშორის უბნებს. ტერმინი „ქრომონემა“ შემოიღო (1912) ვეიდოვსკიმ. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook