ქრონიკული გასტრიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ქრონიკული გასტრიტი – კუჭის ლორწოვანი გარსის დაზიანება, რასაც მივყავართ მის ატროფიამდე. დაავადების განვითარება ხდება კვების რეჟიმის სისტემატური დარღვევებისას, ალკოჰოლის ბოროტად მოხმარებისას, ზოგიერთი სხვა დაავადებისას. სიმპტომები. ჭამის შემდეგ მოკლე დროში სიმძიმის შეგრძნება ფერდქვეშა მიდამოში, გულისრევა, ბოყინი, იშვიათად გულისრევა. დაავადება შეიძლება მიმდინარეობდეს გამწვავებებით, რომლებიც უფრო ხშირად დაკავშირებულია კვების რეჟიმის დარღვევებთან. დიაგნოზის დადასტურება ხდება გასტროსკოპიით და კუჭის ლორწოვანი გარსის ბიოფსიით. ამასთან ერთად, რენტგენოლოგიური გამოკვლევა ნაკლებ ინფორმატიულია. ლორწოვანი გარსის პროგრესირებადი ატროფიული ცვლილებების  შედეგად ვითარდება ჰისტამინისადმი მდგრადი აქილია, რომელიც ხასიათდება საჭლის მონელების უფრო მძიმე დარღვევებით, დიარეით, წონაში დაკლებით, ანემიით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..