ქრონიკული კოლიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ქრონიკული კოლიტი – მსხვილი ნაწლავის ქრონიკული ანთება, ჩვეულებრივ ვითარდება ინფექციური და პარაზიტული ბუნების დაზიანებისას, აგრეთვე არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის დროს. (იხ.). ზოგჯერ დაზიანება შეიძლება შემოიფარგლოს მსხვილი ნაწლავის გარკვეული უბნებით (სიგმოიდიტი, პროქტიტი). ქრონიკული კოლიტი ხშირად ერევათ ნაწლავების ფუნქციონალურ დარღვევებში (მაგალითად ჩვეულებრივი შეკრულობები). მსხვილი ნაწლავის ანთებითი დაზიანების ერთერთი მიზეზია ინტოქსიკაცია, კერძოდ ქრონიკული ურემია. ჩვეულებრივ, უშუალოდ მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთებითი ცვლილებები შედარებით მცირეა.  სიმპტომები. ავადმყოფები უჩივიან შეკრულობას, ტკივილებს მუცლის არეში, შებერვა და ყურყური მსხვილ ნაწლავში. მუცლის პალპაციით აღინიშნება სპაზმურად შეკუმშული, მტკივნეული მსხვილი ნაწლავი, ზოგჯერ განსაკუთრებით მტკივნეულია მისი ნაწილები. დაავადება მიმდინარეობს გამწვავებებით, რომლებიც შეიძლება განპირობებული იყოს ნერვული გადაძაბვებით, დარღვევებით კვების რეჟიმში. მიმდინარეობა საკმაოდ მრავალფეროვანია, შეკრულობები შეიძლება შეცვალოს კუჭის აშლილობებმა ან ნორმალურად ფორმირებულმა განავალმა. ტკივილის შეგრძნებები ყველა ავადმყოფს არ აღენიშნება და ჩვეულებრივ დაკავშირებულია დეფეკაციასთან, ძლიერდება მანამდე და მის შემდეგ. შესაძლებელია აგზნებადობა, ცუდი ძილი, თავის ტკივილები.  კოლიტის გართულებების მკურნალობა და პროფილაქტიკა მდგომარეობს ზოგადი რეჟიმის სწორ დაცვაში, დაავადების წყნარ პერიოდში საკმაო ფიზიკური დატვირთვის პარალელურად. გამწვავების პერიოდში, საკვებიდან ვიღებთ პროდუქტებს, რომლებიც ქიმიურად ან მექანიკურად აღიზიანებენ ნაწლავს, საკვების მიწოდება ხდება მოხარშული ან გახეხილი სახით. არ შეიძლება შავი პური, შებოლილი თევზის ან ხორცის პროდუქტები, ლორი, ღორის ხორცი, რძე, ცხარე კერძები, კონსერვები.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..