ქრონიკული მასტიტი

ქრონიკული მასტიტი – ხშირად წარმოადგენს ტუბერკულოზური დაზიანების შედეგს. წარმოიქმნება დაავადების ჰემატოგენური დისემინირებით. სარძევე ჯირკვლის ქსოვილში წარმოიქმნება ინფილტრატები, რომლებიც ხშირად თავისთავად იხსნებიან  ფისტულების წარმოქმნით; ახასიათებს ტორპიდული მიმდინარეობა.  აუცილებელია დიფერეციალური დიაგნოზის გატარება აქტინომიკოზთან და კიბოსთან.

მკურნალობა – ტუბერკულოსტატიკებით მასიური ზოგადი და ადგილობრივი მკურნალობა.

პროგნოზი – დამოკიდებულია ძირითად დაავადებაზე.

>> მასტიტი


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი