ქრონიკული პერიტონიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ქრონიკული პერიტონიტი – ხშირად არის ტუბერკულოზური ეტიოლოგიის, წარმოიქმნება ინფექციის გავრცელების შედეგად მეზენტერული ან რეტროპეროტონეალური ლიმფური კვანებიდან ან საშვილოსნოს დანამატებიდან. შესაძლებელია ჰემატოგენური ინიფიცირება. დამახასიათებელია ქრონიკული ტუბერკულოზური ინტოქსიკაციის მოვლენები სუბფებრილური ტემპერატურით. შესაძლებელია ტუბერკულოზური პერიტონიტის მიმდინარეობის ორი ვარიანტი: ასციტური და ფსევდოსიმსივნური. უკანასკნელ შემთხვევაში ანთება იწვევს ნაწლავის მარყუჟების შეხორცებას და მექანიკური გაუვალობის განვითარებას. დიაგნოზის დასმა ხდება დამახასიათებელი ჩივილების, ტუბერკულოზური ინტოქსიკაციის, ასციტური სითხის გამოკვლევის მიხედვით. ზოგჯერ საჭირო ხდება ლაპარასკოპია ბიოფსიასთან ერთად. მკურნალობა. როგორც წესი, კონსერვატული სპეციფიკურია. ფსევდოსიმსივნური ფორმის დროს რიგ შემთხვევებში ნაჩვენებია ქირურგიული ჩარევა. პროგნოზი დროულად და ადეკვატურად ჩატარებული მკურნალობის დროს კეთილსაიმედოა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..