ქრონიკული ტრავმებით განპირობებული კონტრაქტურა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ქრონიკული ტრავმებით განპირობებული კონტრაქტურა – (ქირურგ.) კონტრაქტურები, რაც განპირობებულია სხეულის ასიმეტრიულ მდგომარეობაში ხანგრძლივი ყოფნით, უვითარდებათ ასოთამწყობებს, მკერავებს, მევიოლინეებს; კიფოზები – სამუშაოს შესრულებისას მოხრილ მდგომარეობაში ხანგრძლივად ყოფნის შედეგად; მტევნის თითების კონტრაქტურები (ე.წ. მოკუნტული ხელი) აღენიშნებათ ხუროებს, კალათის მქსოველებს, მიწის მთხრელებს და სხ, რაც განპირობებულია მტევნით სამუშაო იარაღის ჩვეულ პოზიციაში ხანგრძლივად ჭერით. მტევნის თითების გახანგრძლივებულმა მოძრაობებმა შესაძლოა მიგვიყვანოს პროფესიულ ტენდოვაგინიტამდე, შემდგომში კონტრაქტურების განვითარებით, რაც არც თუ იშვიათად აღენიშნებათ პიანისტებს და მევიოლინეებს ზედმეტი ვარჯიშის შედეგად.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook