ქსოვილოვანი შეუთავსებლობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ქსოვილოვანი შეუთავსებლობა – 1. (იმუნოლოგიური) გენეტიკურად განპირობებული ანტიგენური განსხვავება, რომელიც იწვევს ტრანსპლანტანტის მოცილების რეაქციას. ქსოვილოვანი შეუთავსებლობის გადალახვა დონორის შერჩევით, სხვადასხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებით და სხვ. საფუძვლად უდევს ორგანოების და ქსოვილების წარმატებულ გადანერგვას. 2.  მოვლენა, რომელიც განპირობებულია თითოეული არსების გენეტიკური თავისებურებით და მდგომარეობს ორგანოს ან ქსოვილის მოცილებაში, რომელიც გადანერგილია ერთი ორგანიზმიდან მეორეში.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..