ღვიძლის დისტროფია

ღვიძლის დისტროფია – (ატროფია) ვითარდება მწვავე ვირუსული ჰეპატიტის, იშვიათად ინტოქსიკაციების (მცენარეული და საწარმოო ჰეპატოტოქსიკური ნივთიერებებით, ალკოჰოლით, ფოსფორის შენაერთებით და სხვ. მოწამვლა) გამო განვითარებული ღვიძლის ქსოვილის მასიური ნეკროზის შედეგად. მწვავე ნეკროზის განვითარებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმუნურ დარღვევებს.


♦ ღვიძლის დეტოქსიკაციისა და რეგენერაციის საშუალებების გამოწერა შეგიძლიათ ,,ამაზონიდან” – დააკლიკეთ ქვემოთ >>> ნიშანს და გადახვლათ ,,ამაზონის” შესაბამის განყოფილებაში, მოქმედი ფასდაკლებებითა და სხვა აქციებით:

♦ ღვიძლის დეტოქსიფიკატორები ,,ამაზონზე” >>>
♦ ღვიძლის რეგენერატორები ,,ამაზონზე” >>


სიმპტომები, მიმდინარეობა

ყველაზე ხშირად აღნიშნული მდგომარეობა ვითარდება ეპიდემიური ჰეპატიტის ფონზე. თავდაპირველად შესაძლებელია მიმდინარეობდეს შედარებით მსუბუქად, თითქმის უსიმპტომოდაც კი.
თუმცა მოულოდნელად შეიძლება მდგომარეობა გართულდეს პროგრესირებადი სიყვითლით, ნერვული სისტემის ცვლილებებით, სისხლდენის გაძლიერებით, პირის ღრუდან თავისებური სუნით, ზოგჯერ ცხელებით და ტკივილებით მუცლის არეში. ღვიძლის ზომები შეიძლება სწრაფად შემცირდეს.
ღვიძლისმიერი კომის განვითარებისას, ავადმყოფი ხდება დეზორიენტირებული, აღინიშნება ბოდვა, ჰალუცინაციები, შემდგომ გონების დაკარგვა.
ზოგჯერ ვითარდება ასციტი და შეშუპებები.
სისხლში სწრაფად იზრდება ბილირუბინის, ამინოტრანსფერაზების რაოდენობა, მცირდება ქოლესტერინის მაჩვენებლები. დაავადება შესაძლებელია სწრაფად, ლეტალური გამოსავლით დამთავრდეს.

მკურნალობა

წარმატებული მკურნალობის შედეგად, რამდენიმე კვირის განმავლობაში, ხდება ყველა მაჩვენებლების თანდათანობითი გაუმჯობესება.


ღვიძლის დისტროფიალალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 ღვიძლის დისტროფია –ჰეპატიტის, იშვიათად ინტოქსიკაციების გამო განვითარებული ღვიძლის ქსოვილის მასიური ნეკროზის შედეგად.
💢 მწვავე ნეკროზის განვითარებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმუნურ დარღვევებს.
🆘 ყველაზე ხშირად აღნიშნული მდგომარეობა ვითარდება ეპიდემიური ჰეპატიტის ფონზე. თავდაპირველად შესაძლებელია მიმდინარეობდეს შედარებით მსუბუქად, თითქმის უსიმპტომოდაც კი.
🔎 თუმცა მოულოდნელად შეიძლება მდგომარეობა გართულდეს:
✔️ პროგრესირებადი სიყვითლით;
✔️ ნერვული სისტემის ცვლილებებით;
✔️ სისხლდენის გაძლიერებით;
✔️ პირის ღრუდან თავისებური სუნით;
✔️ ცხელებით;
✔️ ტკივილებით მუცლის არეში.
📏 ღვიძლის ზომები შეიძლება სწრაფად შემცირდეს.
👉 შეიტყვეთ მეტი ღვიძლის დისტროფიის მიმდინარეობის შესახებ სტატიიდან – https://bit.ly/3viyCCg

#ღვიძლისდისტროფია #ღვიძლისდისტროფიისნიშნები #ღვიძლისდისტროფიისსიმპტომები #ღვიძლისდისტროფიისმკურნალობა #ღვიძლისდისტროფიისდიაგნოსტიკა #ღვიძლისციროზი #პროგრესირებადისიყვითლე #სუნიპირიდან #სისხლდენა #ტკივილიმუცლისარეში #ცხელება #ასციტი #სისხლიანიღებინება #ფსიქიკისგაუარესება #ანემია #დაღლილობა #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

 

.

Azerbaijani Azerbaijani English English Georgian Georgian Russian Russian Turkish Turkish