ღვიძლის პეპელა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ღვიძლის პეპელა – (Fasciola hepatica) პარაზიტული ჭია დიგენეზური მწოველების კლასისა. აქვთ ფოთლის მსგავსი სხეული, რომლის სიგრძეა 2 – 5 სმ. აქვს 2 მისაწოვარი (პირისა და მუცლის). ბინადრობს უმთავრესად ბალახის მჭამელი ძუძუმწოვრების, იშვიათად – ადამიანის ღვიძლში, ნაღვლის სადინარებში, ნაღვლის ბუშტში. ღვიძლის პეპელას კვერცხები ვითარდება წყალში, მატლები და მათი პართენოგენეზური თაობა – შორისულ მასპინძელში (უმთავრესად მცირე ტბორულაში). აქედან გამოსული მატლი (ცერკარია) ცურავს, შემდეგ ემაგრება წყლისა და სანაპირო მცენრეებს, იკეთებს ცისტას და გარდაიქმნება ადოლესკარიად. საბოლოო მასპინძელში მოხვედრილი ადოლესკარია აღწევს მის ღვიძლში, იზრდება, მწიფდება და იწვევს ფასციოლოზს. [“1”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook