ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია

ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია – ზედმეტი რაოდენობის ცხიმის დაგროვება ღვიძლის პარენქიმის უჯრედებში, რომელიც დაკავშირებულია ზოგიერთ ინტოქსიკაციასთან (ქრონიკული ალკოჰოლიზმი), მეტაბოლურ დარღვევებთან შაქრიანი დიაბეტის დროს, არარაციონალურ კვებასთან ცილების და ლიპოტროპული უკმარისობის ფონზე, ქრონიკულ ინფექციებთან (ტუბერკულოზი), აგრეთვე ზოგიერთი მედიკამენტის მიღებასთან (მაგალითად კორტიკოსტეროიდები).  სიმპტომები. კლინიკურ მიმდინარეობაში, როგორც წესი, წამყვანია ღვიძლგარეთა დაზიანების სიმპტომები. თუმცა შემდგომში აღინიშნება ღვიძლის ზომების უმნიშვნელო მატება და ვითარდება ე.წ. ღვიძლის მცირე ნიშნები: მოწითალო ხელისგულები, ჟოლოსმაგვარი ენა. ზოგიერთი ფაქტორების, უპირატესად ალკოჰოლის, ხანგრძლივი დამაზიანებელი ზემოქმედების შედეგად, შესაძლებელია განვითარდეს ღვიძლის ციროზი. (იხ). სისხლის შრატში ჩნდება გადახრები ლაბოლატორიული მაჩვენებლების, პირველ რიგში დანალექი სინჯების მხრიდან (თომილის, ფორმოლის, სულემის). ღვიძლის ციროზის ადრეული დიაგნოსტიკის მიზნით, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მის ბიოფსიას.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი