ყაითნიანი უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ყაითნიანი უჯრედები – (cellulae microvillosae) – ნაწლავის ეპითელიუმის უჯრედები (ნაწლავის არშიიანი ეპითელიოციტი – epitheliocytus intestinalis cum limbo striato), რომელთა გარეთა ზედაპირზე არის მრავალრიცხოვანი მიკროხაოები , რომლებიც ქმნიან შემწოვ ყაითანს, ანუ კუტიკულას. იხ.სინ. უჯრედები კუტი­კულური. ყაითნიანი უჯრედები ახორციელებენ საკვები ნივთიერებების შეწოვის პროცესს, რომლის მორფოლოგიური გამოვლინება შეიძლება იყოს პინოციტოზი , როფეოციტოზი და უჯრედშიგა ჩანართების წარმოქმნა. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook