ყვითელი სხეული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ყვითელი სხეული – 1. (corpus luteum) დროებითი დამატებითი ენდოკრინული ჯირკვალი, რომელიც საკვერცხეში ოვულაციის შემდეგ მწიფე ფოლიკულის გასკდომის – გახლეჩის ადგილას წარმოიქმნება. ყვითელ სხეულში ფოლიკულური ეპითელიუმის ჯირკვლოვანი ტრანსფორმაციის შედეგად პროდუცირდება ჰორმონი პროჟესტერონი, რომელიც აუცილებელია ენდომეტრიუმის მოსამზადებლად, ჩანასახის ენდომეტრიუმში იმპლანტაციისა და პლაცენტის განვითარებისათვის. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) 2. შინაგანი სეკრეციის დროებითი ჯირკვალი, რომელიც ვითარდება საკვერცხეში ფოლიკულის მარცვლოვანი შრიდან მისი გასკდომისა და მისგან კვერცხუჯრედის გამოსვლის შემდეგ.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook