ყურის დაზიანება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ყურის დაზიანება – – (ყელ – ყურ – ცხვ. დაავ.) დაფის აპკის დაზიანება შეიძლება იყოს სხვადასხვა საგნებით ჩიჩქნის, უცხო სხეულის მოცილების არასათანადოდ ცდის, ატმოსფერული წნევის მკვეთრი ცვლილებების (საჰაერო კონტუზია, კესონში მუშაობის დროს დეკომპრესიის წესების დაუცველობა და ა.შ.), ქალას ტრამვების (უპირატესად ქალას ფუძის მოტეხილობები) შედეგი. სიმპტომები. ყურის ტკივილი, ყურიდან სისხლდენა, სმენის დაქვეითება, ხმაური ყურებში, ზოგჯერ თავბრუსხვევა. ოტოსკოპიით – დაფის აპკის მთლიანობის დაზიანება მკვთრად ჰიპერემიული კიდეებით, სისხლჩაქცევა ყურის ხვრელში. შუა და შიგნითა ყურის დაზიანება უხშირესად აღინიშნება თავის ქალას ცეცხლნასროლი ჭრილობების დროს. პირველი დახმარება – ასეპტიკური ნახვევი, სისხლდენის შეჩერება. შემდგომ მკურნალობას ატარებს ექიმი – ოტოლარინგოლოგი.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook