შარდის ბუშტის კენჭები

შარდის ბუშტის კენჭები. – (ქირურგ.) მათ წარმოქმნას ხელს უწყობს: მინერალური მარილებით მდიდარი სასმელი წყლის გამოყენება, შარდის შეკავება ბუშტში, ინფექციები და უცხო სხეულები. შარდის ბუშტის კენჭებს ეწოდება პირველადი, ხოლო თირკმლის კენჭებს, რომლებიც ჩამოსულია შარდის ბუშტში – მეორადი. კენჭების ფორმა და ქიმიური შედგენილობა მრავალფეროვანია.  სიმპტომები, მიმდინარეობა. ძირითადი სიმპტომებია ტკივილები, შარდის გამოყოფის მოშლა და მისი ხასიათის ცვლილება. ტკივილები ვლინდება შარდვის ბოლოს, აგრეთვე სიარულის და ძლიერი ფიზიკური დაძაბვის დროს, მამაკაცებში ტკივილები გადაეცემა სასქესო ასოს თავში, ქალებში – შარდგამომყოფ სადინარში. შარდვა ხშირდება, შარდში ჩნდება სისხლის მინარევი, ხოლო ზოგჯერ შარდის ქვიშა. ზუსტი დიაგნოზი დგინდება ცისტოსკოპიით. მკურნალობა. სასმელი წყლის დიდი რაოდენობით გამოყენება, დიეტა დაკავშირებულია საშარდე კენჭების ქიმიურ შედგენილობაზე. კენჭების დაშლა შარდის ბუშტის შემდგომი გამორეცხვით. ამჟამად კენჭების ოპერაციულ მოცილებას მიმართავენ იშვიათად.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..