შარდის შეკავება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

შარდის შეკავება – პათოლოგიური მდგომარეობა, როდესაც თირკმლების ნორმალური ფუნქციონირების ფონზე არ ხდება შარდის გარეთ გამოყოფა, რისი მიზეზიც შეიძლება იყოს შარდსაწვეთების ან შარდსადენის დახშობა, აგრეთვე ნერვული სისტემის ზოგიერთი დაავადებები (შარდის ბუშტის კედლის კუნთოვანი ელემენტების დამბლა). შარდის გამოდინებისთვის წინააღმდეგობას ქმნიან: შარდსაწვეთის კენჭები, წინამდებარე ჯირკვლის ადენომა ან სიმსივნე, ურეთრის შევიწროება ნაწიბურის შედეგად, რომელიც ჩნდება მასში ანთებითი პროცესების ან მისი ჭრილობების გამო, შარდსაწვეთის ახლოს განვითარებული სიმსივნე, რომელიც აწვება შარდსაწვეთს და სხ.  სიმპტომები, მიმდინარეობა. შარდის შეკავება შესაძლოა მიმდინარეობდეს მწვავედ და ქრონიკულად. შარდის ქრონიკული შეკავება ჩვეულებრივ ვლინდება წინამდებარე ჯირკვლის ადენომის შემთხვევაში (იხ. ,,წინამდებარე ჯირკვლის ადენომა’’). შარდის მწვავე შეკავება ვლინდება უეცრად, ჭრილობების დროს, რასაც თან სდევს შარდსაწვეთის ან ურეთრის დაზიანება, შარსაწვეთების სიმსივნით ზეწოლის შედეგად, მცირე მენჯის ღრუს ორგანოებზე ოპერაციების დროს მათი შარსაწვეთების ან შარდსადინრის შემთხვევითი გადაკვეთა ან ლიგირება. მკურნალობა ოპერაციულია. იმ შეფერხების მოცილება, რამაც გამოიწვია შარდის შეკავება.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..