შარდმჟავა ინფარქტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

შარდმჟავა ინფარქტი – (ლათ. Infarctus)თირკმლის დვრილებში შარდმჟავას კრისტალების დაგროვება. ახალშობილებში შარდმჟავა ინფარქტი შესაძლებელია წარმოიქმნას სიცოცხლის პირველ დღეებში ბირთვული ერითროციტების დაშლის შედეგად და პურინული ცვლის გამოხატული ინტენსივობით. ამასთან ნეფროჰიდროზის ნიშნები, თირკმელების ინტერსტიციული ანთებისა და მისი ფუნქციის დარღვევის ნიშნები არ აღინიშნება. მოზრდილებში შარდმჟავა ინფარქტი იშვიათია, ზოგჯერ გვხვდება ინფექციური დაავადების, პოდაგრის, ლეიკოზის დროს, ასევე სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობისას და სხვ.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook