შარკო – მარი – ტუტის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

შარკო  – მარი – ტუტის დაავადება – მემკვიდრეობითი დაავადებების ჯგუფი, რომელიც ხასიათდება პერიფერიული ნერვული ბოჭკოების დეგენერაციით. ერთ შემთხვევაში დაავადება უკავშირდება მათი მიელინური გარსების წარმოქმნის დარღვევას (დემიელინიზირებადი, ანუ ჰიპერტროფული ვარიანტი), სხვა შემთხვევებში ზიანდება აქსონები (ნეირონული, ანუ აქსონური ვარიანტი). დაავადება  ვლინდება სიცოცხლის პირველ ათწლეულში სიარულის მანერის ცვლილებით, სირბილის ან კიბეზე ასვლისას მოძრაობის გაძნელებით. თანდათანობით  ვითარდება ტერფის კუნთებისა და წვივის პერონეალური ჯგუფის კუნთების  სიმეტრიული დასუსტება, მყესთა რეფლექსების გამოვარდნა, მგრძნობელობის დაქვეითება კიდურების დისტალურ ნაწილებში, რაც  დროთა განმავლობაში ვრცელდება მის პროქსიმალურ ნაწილებზედაც. კუნთოვანი სისუსტის ნელი განვითარება იწვევს იმას, რომ ავადმყოფები ეგუებიან თავიანთ დეფექტს. მკურნალობა სიმპტომატურია. მნიშვნელობა ენიჭება სამკურნალო ვარჯიშს, მასაჟს, ტერფების ჰიგიენას, ორთოპედულ ღონისძიებებს, ასევე სწორ პროფესიონალურ ორიენტაციასა და მედიკო – გენეტიკურ კონსულტირებას.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook